28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობების ზღვარზე - ეპიდვითარება ქვეყანაში დღითიდღე უარესდება

ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობების ზღვარზეა - რეანიმაცია გადავსებულია. სპეციალისტებს საიმედო პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე მძიმე პაციენტების რაოდენობაც გაიზრდება, რაც სიტუაციის მართვას კიდევ უფრო გაართულებს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინფექციონისტი იმუნიზაციის დაბალ მაჩვენებელთან ერთად, დელტა შტამის ვირუსის მძიმე ფორმით მიმდინარეობას ასახელებს. 

ჰოსპიტალური სექტორი რომ უკვე გადატვირთულია და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეანიმაციულ განყოფილებებშია - ამაზე სპეციალისტები ყოველდღიურად საუბრობენ. 

ერთადერთ გზას ვირუსის შესაჩერებლად სპეციალისტები ვაქცინაციასა და covid-19-ის რეგულაციების მკაცრ დაცვაში ხედავენ, თუმცა, მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გზით გადარჩენაზე უარს ამბობს და დღიურად მხოლოდ 8 ათასამდე ადამიანი იცრება, რაც პანდემიის დასამარცხებლად საკმარისი არ არის. 

ეპიდვითარების გაუმჯობესების მიზნით, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის კონცეფცია ძალაში შევა. 

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 10 895 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო 10 დღეში covid 19-ს 681 სიცოცხლე ემსხვერპლა და მათგან, დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, 98.96% არ იყო ვაქცინირებული.

 

 

 

დღის ამბები