28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ცესკომ 2021 წლის არჩევნები შეაჯამა- 11 დღეში არჩეული მერები საქმიანობას შეუდგებიან

არჩევნების მეორე ტურების შედეგები ცესკოს მხრიდან უკვე ხელმოწერილია და მუნიციპალიტეტების მერები საქმიანობას 11 დღეში შეუდგებიან. ცესკოს სპიკერმა შემაჯამებელ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი შეაჯამა და კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები წარმოადგინა.

შემაჯამებელ ბრიფინგს წინ უძღოდა თითქმის სამ საათიანი სხდომა ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობით. მმართველი გუნდის ოპონენტი მერობის კანდიდატები დღეს ოცივე მუნიციპალიტეტის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდნენ. არგუმენტების დასახელებას მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოჰყვა.

საკუთარი პოზიციების დაფიქსირებიდან მალევე ოპოზიციონერმა ლიდერებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. გადაწყვეტილება კი იმით ახსენეს, რომ კომისია მათი საჩივრების შინაარსს არ გაითვალისწინებდა. მალევე სხდომა დატოვეს კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმაც. მათი გადაწყვეტილება გაუგებარი აღმოჩნდა ცესკოს თავმჯდომარისთვის.

ოპოზიციას კომისიაში 11 საჩივარი ჰქონდა შეტანილი. აქედან არცერთი დაკმაყოფილდა. ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელი იყო.

შემაჯამებელი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ შემაჯამებელი ოქმების გაბათილება უნდა მოხდეს.

დღის ამბები