28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ლიეტუვაში დეპუტატებს, რომლებიც კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს იტყვიან, კენჭისყრასა და დისკუსიებში მონაწილეობა აეკრძალებათ

მძიმე ეპიდვითარების გამო, ევროპა უკვე მეორედ ლოქდაუნს აწესებს. კონტინენტი ისევ პანდემიის ეპიცენტრია. ნიდერლანდები, ავსტრია, უკრაინა, რუსეთი, ჩეხეთი, გერმანია, ქვეყნების ნაწილს,  ნაწილობრივ კარანტინში ან მკაცრი რეგულაციების პირობებში უწევთ ცხოვრება. დიდ ბრიტანეთში კი ჯანდაცვის ექსპერტები კატასტროფულ ზამთარს პროგნოზირებენ.

მსოფლიოში დაფიქსირებული ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი ევროპის ქვეყნებზე მოდის. ეს ევროპის კონტინეტზე ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკაა.

სახელმწიფოები იძულებული არიან მკაცრი რეგულაციები გაატარონ, მათ შორისაა ნიდერლანდებიც. ქვეყნის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი ლოქდაუნი გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის.

ბოლო 24 საათში ინფექციის 48 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში. მთავრობა რეკორდული შემთხვევების გამო მორიგი რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობს. რთული ეპიდემილოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გერმანიაში დღეიდან, კოვიდ-19 -ზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება

ლოქდაუნი დაწესდება არავაქცინირებულ პირთათვის ავსტრიაში. იმ ავსტრიელებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, გადაადგილება შეეზღუდებათ.

რეგულაციებს აწესებს ლიეტუვა. დეპუტატებს, რომლებიც აცრაზე უარს იტყვიან, კენჭისყრასა და დისკუსიებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

ეპიდემილოგიური ვითარება დამძიმდა უკრაინაში, რუსეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. ამ ქვეყნებში სტატისტიკის ზრდას დაბალი ვაქცინაციის ტემპით ხსნიან. ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე მეტი აცრილი ადამიანი ჩინეთს ჰყავს, მას ინდოეთი ევროკავშირი და შეერთებული შტატები მოჰყვება.

დღის ამბები