28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზების მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე აქცია იწყება

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შეკრებილებმა გზა გადაკეტეს - პერიმეტრს პოლიცია იცავს, დამონტაჟებულია სცენაც.  

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

"ყოველდღიურად არ მოვასვენებთ ხელისუფლებას, ვიდრე არ მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენი უპირველესი მოთხოვნა რჩება კვლავ იგივე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

აქციაზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე. 

"ეს ადამიანი არ მოკლან იმ ციხის ამბულატორიაში, სადაც არანაირი პირობები არ არის და გადაიყვანონ ნორმალურ საავადმყოფოში, როგორც გადაიყვანეს ბოლო წლის განმავლობაში დაახლოებით 580 პატიმარი, როცა მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლის შენარჩუნებას ეს დასჭირდა,“ - განაცხადა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. მისი უფლებადამცველები სააკაშვილის მრავალპროფილურ, კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა, პენიტენციურმა სამსახურმა ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.  

 

დღის ამბები