საფრანგეთიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასასვლელად ლა-მანშის სრუტე 1 100-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. ეს ბოლო 24 საათში დაფიქსირებული საზღვრის კვეთის რეკორდული მაჩვენებელია.
მიგრანტებმა სრუტე მცირე ზომის ნავებით გადაკვეთეს. სანაპიროსთან მიღწევისას კი ისინი სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და მიგრანტთა ცენტრში გადაიყვანა.
ბოლო 1 წლის განმავლობაში, ინგლისის არხის გადაკვეთის მეშვეობით გაერთიანებულ სამეფოში მიგრანტთა რეკორდული რაოდენობა - 23 ათასზე მეტი ადამიანი მოხვდა.
გაერთიანებული სამეფო საფრანგეთს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.