28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ბრიტნი სპირსი 13 წლის შემდეგ სასამართლოს გზით მამის მეურვეობისაგან ოფიციალურად გათავისუფლდა

ბრიტნი სპირსი, 13 წლის შემდეგ, მეურვეობისაგან ოფიციალურად სრულად გათავისუფლდა.

2008 წელს, მომღერალზე მეურვეობა მამამ სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი ბრიტნის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა იყო.

მომღერლის 60 მილიონიან ქონებას მამა განაგებდა. ამასთანავე, ის არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და ჩაცმულობას.

მომღერალმა მეურვეობისაგან გათავისუფლება, ამ დრომდე, 2-ჯერ სცადა. 2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა.

დღის ამბები