უკრაინაში, დაპირისპირების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10 დაშავდა. როგორც ცნობილია, სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი არტილერიიდან გაისროლეს. ასევე გამოიყენეს ყუმბარმტყორცნები და დრონი.
შემთხვევამდე 1 დღით ადრე კი, უკრაინის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 12-ჯერ დარღვევის შესახებ იტყობინებოდა.