28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ვფიქრობ ამ ეტაპზე ზიანის მეტი არაფრის მომცემი არ არის არავისთვის" - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. როგორც ის ამბობს, ექსპრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ზიანის მომცემია. 

"მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ზიანის მეტი არაფრის მომცემი არ არის არავისთვის. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქ არის ძალიან მარტივი მოცემულობა, დამოუკიდებელმა და პატიმრისთვის სანდო სამედიცინო შემადგენლობამ ალბათ უნდა შეადგინოს კრიტერიუმები, რა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რომ დაიწყოს ამ შიმშილობის პროცესიდან გამოსვლა. უნდა შეფასდეს, რას სთავაზობს ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს მოთხოვნები რაც არის, რომ ადამიანი შიმშილობის პროცესს რომ წყვეტს, რა სჭირდება მას, როგორ უზრუნველყოფს ამას ხელისუფლება,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

 

დღის ამბები