28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - მთავრობა 2022 წელს 18 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს

პარლამენტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მხარდასაჭერად ემზადება. კანონმდებლები პირველი მოსმენით ბიუჯეტის პროექტს სესიაზე მომდევნო კვირაში განიხილავენ. მთავრობა 2022 წელს 18 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა. 

პროექტის მიხედვით, სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე სამინისტროებს დაფინანსება ეზრდებათ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიის ზრდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან დეპუტატებს დღეს კითხვები საჯარო მოხელეების ხელფასის ზრდასთან დაკავშირებითაც ქონდათ.

ოპოზიციისთვის ბიუჯეტის პროექტი არაეფექტიანი და არარაციონალურია. ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც დღეს განხილვას ესწრებოდა, "გირჩიდან" სანდრო რაქვიაშვილი იყო. დეპუტატმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტისგან ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვა.

სხდომის დასრულების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. ირაკლი კოვზანაძე მაგალითისთვის განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მომდევნო წლის ბიუჯეტიდან დამტკიცებული ხარჯების გასაწევად 71 მილიონით არის გაზრდილი.

დღის ამბები