28 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
არც ჩემთვის იყო სასიამოვნო სანახავი, არავის პატიმრობა უხარია ნორმალურ ადამიანს, მაგრამ ამ კადრებით წერტილი დაესვა ბევრ ტყუილს - მამუკა მდინარაძე გუშინ გავრცელებულ კადრებზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, გუშინ გავრცელებული, ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირების ამსახველი კადრების შესახებ საუბრობს. როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, კადრებით წერტილი დაესვა იმ სიცრუეს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მომხრეები ავრცელებდნენ. 

აქვე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მსგავსი კადრების ნახვა ემოციურად არც მისთვის იყო მარტივი. 

"პირდაპირ გეტყვით, რომ არც ჩემთვის არ იყო სასიამოვნო სანახავი. არავის პატიმრობა არ უხარია არავის, ნორმალურ ადამიანს. როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ, პატიმარი იქნება ის თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართაც იძულების რაღაც ღონისძიება უნდა გამოიყენო, თორემ სხვაგვარად, ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას, სამართალდამცავები თუ სხვა ადამიანები, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, ეს სასიამოვნო სანახავი არც ერთ შემთხვევაში არ არის. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის ძალიან უსიამოვნო სანახავი.

მაგრამ ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმე დღიან ბევრ ტყუილს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ტელევიზიები იტყუებოდნენ. მაგალითად ის, რომ თითქოს 30 მეტრში ჩამოიყვანეს სააკაშვილი, გაატარეს პატიმრების თვალწინ, რომ მიიყვანეს შენობასთან, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამცინავი ტონი იყო მის მიმართ გამოყენებული. როგორც ვიცი, ადამიანები მასთან კონტაქტში შედიან და ამის კადრიც შემდეგ დამატებით გავრცელდა და საკმაოდ ზრდილობიანად ელაპარაკებიან და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, ანუ მისი შეურაცხყოფის და მისი ქცევის შესაბამისად და პარალელურად, იძულებული იყვნენ და მოუწიათ, რომ ის იძულების წესით შეეყვანათ იმ პალატაში, სადაც უნდა განთავსებულიყო, ამის შემდეგ ვნახეთ ჩვენ ის კადრები, რაც გიდასტურებთ, რომ მართლაც იყო უსიამოვნო სანახავი,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

 

 

დღის ამბები