28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე სუსი გამოძიებას განაგრძობს - საქმეზე ალექსანდრე მილორავა გამოიკითხა

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე სუსი გამოძიებას განაგრძობს - უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს ალექსანდრე მილორავა, რომელიც გამოძიების ცნობით, 30 ოქტომბერს გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია.

მასალაში რამდენიმე პირი დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს, თუმცა თავად მილორავა ამბობს, რომ ჩანაწერში არ არის მისი ხმა, რის გამოც სავარაუდოდ მალე ხმის ექსპერტიზა დაინიშნება.

"შეკითხვები იყო გამოძიების მხრიდან სტანდარტული, კითხულობდა ფრაზებს და მეკითხებოდა მახსოვს თუ არა ეს და ნამდვილად ითქვა თუ არა. წაიკითხეს ფრაზა, რომელიც თითქოს ვთქვი მე, მაგრამ არ მითქვამს. აქედან გამომდინარე მან დამისვა შეკითხვა, წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები ხმის ექსპერტიზაზე, რაზეც თანხმობა გამოვუცხადე," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ალექსანდრე მილორავამ.

დღის ამბები