28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება იყო იუსტიციის სამინისტროსთან - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უწყებაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა

ხმაური და დაპირისპირება იყო იუსტიციის სამინისტროსთან - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უწყებაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა

რატი ბრეგაძესთან შეხვედრა ანი წითლიძეს და ლევან ხაბეიშვილს სურდათ.

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ერთდროულად ორ ადგილზე აქცია პარალელურ რეჟიმში გაიმართა - მოთხოვნები უცვლელია - საპატიმროში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. დღეს ამ ძირითად მოთხოვნებს იმ უწყებების ხელმძღვანელებთა შეხვედრაც დაემატა, სადაც საპროტესტო აქციები იმართებოდა.

დღის ამბები