28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
აცრილი ბავშვების 95% რეინფიცირებისგან დაცულია - თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ეფექტიანობა ბავშვებში 95%-ია, აცრას კი 12-15 წლის ასაკის მოზარდებში სერიოზული გართულებები საქართველოში არ მოჰყოლია. ამის შესახებ მიქელაძემ "დღის კურიერში" ისაუბრა. 

პედიატრის თქმით, მან პირადად ასამდე პაციენტი აცრა - მათ შორის იყვნენ განსაკუთრებული რისკჯგუფის, ან საზღვარგარეთ წასვლის მსურველი მოზარდები, ასევე - ბავშვები, რომელთა მშობლებსაც სურდათ მათი აცრა. 

"ბავშვებისთვის უფრო მიღებულია ვაქცინა, ისინი არიან უფრო მეტად მიჩვეულები, მათ, ვაქცინაციაზე, განსხვავებით მოზრდილებისგან, განსაკუთრებული რეაქციები არ აქვთ.

ევროპული და ამერიკული გამოცდილებით და ასევე, ჩვენ რა მონაცემებიც გვაქვს, თუ მე რაც მქონდა პირადად, შეხება, მხოლოდ ერთეული ადგილობრივი რეაქციები იყო, ტკივილი მხრის არეში, რაც უფრო მეტად ხშირია სხვა აცრებში, ვიდრე კოვიდის საწინააღმდეგო აცრებში.

მე მყავდა ასი ბავშვი, მათგან 70 ბავშვი უკვე ორჯერადად არის აცრილი, ორივე დოზით. გადაიტანეს მშვენივრად, რაიმე გართულება და უკუჩვენება არ ჰქონიათ,"- განაცხადა თემურ მიქელაძემ

პედიატრის განმარტებით, ბავშვების ასაცრელად, წინასწარ, რაიმე ტესტების ჩატარება საჭირო არ არის. 

"აცრილი ბავშვების 95% რეინფიცირებისგან დაცულია ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში,"-განაცხდა თემურ მიქელაძემ.

დღის ამბები