28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
პედიატრი თემურ მიქელაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული და ამჟამად კოვიდსასტუმროში იმყოფება, ამბობს, რომ ვაქცინამ ის დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაიცვა. როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა, აიცრა "ასტრაზენეკას" ორი დოზით, მაშინვე, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდა. პედიატრი ჰყვება, რომ დასაწყისში სიმპტომატიკა საკმაოდ რთული იყო - ჰქონდა ხველება, კონიუნქტივიტი, სახსრების ტკივილი, ცნობიერების არევა, დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება, თუმცა, ახლა დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

ექიმი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციამ დაიცვა მისი ოჯახის წევრებიც, რადგან თითოეულმა ტესტი რამდენჯერმე ჩაიტარა, თუმცა, ვირუსი არ დაუდასტურდათ. მისივე თქმით, მას შეხება მხოლოდ აცრილებთან ჰქონდა და მისგან ვირუსი არავის გადასდებია.

თემურ მიქელაძე მოსახლეობას, განსაკუთრებით, რისკჯგუფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვაქცინამ დაიცვა არა მხოლოდ ის, არამედ მის ირგვლივ მყოფებიც. 

დღის ამბები