28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"თავისუფლება მიშას" - ამ მოთხოვნით ოპოზიციის საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან იმართება

"თავისუფლება მიშას" - ამ მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქცია ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან იმართება. ისინი სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. მანამდე აქცია მეტროსადგურ დიდუბესა და სამას არაგველზე გაიმართა. 

აქციის მონაწილეები აკრავენ სტიკერებს, რომელზეც გამოსახულია პოლიტიკოსების სახეები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის. იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ, აწყობილია სცენა და ადგილზე მობილიზებული აქვთ ხმის გამაძლიერებლები. 

ოპოზიციის ლიდერებმა აქციიდან პირველი გზავნილი გაავრცელეს, ისინი რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დანაყოფები. 

დღის ამბები