ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას აფრთხილებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში პოტენციურ შეჭრას განიხილავდეს. ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.
როგორც აშშ-ში აცხადებენ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის სამხედრო კონტიგენტის გაძლიერებას უკრაინის საზღვართან.
კრემლში კი ამბობენ, რომ მის ტერიტორიაზე სამხედრო გადაადგილება შიდა საქმეა და აგრესიულ ზრახვებს უარყოფენ. ენტონი ბლინკენის თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან ფაქტით, რომ რუსეთმა შეიძლება შეცდომა დაუშვას და გაიმეოროს ის, რაც 2014 წელს გააკეთა.