28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს მიხეილ სააკშვილის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ასევე, მან პრემიერს მიმართა მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული იყვნენ მისი დედა, ნათესავები და უკრაინელი ექიმები," - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".

დღის ამბები