28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისზე ისაუბრეს.

გერმანული მედიის თანახმად, მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტად გამოყენება არაადამიანური და მიუღებელია.

მერკელმა, პუტინს კრიზისის გადაჭრის პროცესში ჩართულობა სთხოვა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ბელარუსსა და ევროკავშირს შორის პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენის ინიციატივით გამოდის.

ევროკავშირი ბელარუსს პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში არალეგალური მიგრაციის შეგნებულად წახალისებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები