28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ისევ დასჭირდება თუ არა ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გამოყენება - დღის განმავლობაში დადასტურებული კოვიდპაციენტების 20% კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვლავ მძიმეა - 77 გარდაცვლილი და 4 744 ახალი ინფიცირებული ბოლო 24 საათში. ყველაზე რთული სიტუაცია კვლავ კახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლშია. კოვიდკლინიკებში ყოველ დღე იზრდება მძიმე პაციენტთა რაოდენობაც.

აცრის მაჩვენებლით კი, ქვეყანა გაყინულია ერთ ადგილზე. ბოლო რამდენიმე კვირაა ვაქცინაციის სტატისტიკა 34%-ს ვერ გასცდა.

სამაგიეროდ, იმატებს გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელი, რაც ყველაზე ცუდად საავადმყოფოებზე აისახება. თითქმის არცერთი თავისუფალი ადგილი რეანიმაციაში და ძალიან ცოტა ინტენსიური თერაპიის პალატებში - კოვიდკლინიკებში ვითარება ყოველ დღე მძიმდება.

ბოლო ერთ თვეში ვირუსმა 1400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შესუსტებული მექანიზმების ფონზე, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ ყოველდღიური ლაბორატორიული მონაცემები გაორმაგდეს და ინფექციის შეკავება ვეღარ მოხერხდეს.

დღის ამბები