28 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს და ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიასაც მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. მიხეილ სააკაშვილის გზავნილი დღეს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

"მინდა მივმართო უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, მისი გმირი და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი," - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ექსპრეზიდენტმა საკუთარი შიმშილობის შეწყვეტა ახსნა იმით, რომ პროცესი უკვე ხდება "რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი ქვეყნის საწინააღმდეგოდ". როგორც მსჯავრდებული პრეზიდენტი ამბობს, მან მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ის შიმშილობას წყვეტს იმ დათქმით, რომ პოსტ-შიმშილობის სარეაბილიტაციო პერიოდს ის არც გლდანის ციხის საავადმყოფოში და არც გორის ჰოსპიტალში არ გაივლის და გადაწყვეტილებას სანდო ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმი მიიღებს.

დღის ამბები