28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

ქუთაისსა და მესტიას შორის, რეგულარული ავია მიმოსვლა განახლდა. რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა, შესაძლოა, ეტაპობრივად გაიზარდოს.

პანდემიის პირობებში, მესტიიდან პირველი ადგილობრივი რეისის მგზავრებს, ქუთაისის განახლებული აეროპორტის ახალი გასასვლელი, ე.წ. გეითი მოემსახურა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ფრენებისთვის არის განკუთვნილი.

პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა უმეტესობა უცხოელები იყვნენ, ტრადიციულად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. 

დღის ამბები