28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს და ველით, რომ მშობლების უმეტესობა დათანხმდება და მიიყვანენ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის ხელმძღვანელმა დღეს ვირუსის ბავშვებში გავრცელებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია.

"700 ათასი ინფიცირებულიდან 100 ათასი ბავშვია. სამწუხაროდ, გვქონდა 8 გარდაცვალების შემთხვევა ამ ორი წლის განმავლობაში, მთლად ასეთი უვნებელი ეს ვირუსი ბავშვებისთვის არ არის. აცრილი ინფიცირებული 9-ჯერ ნაკლებად გადამდებია, ვიდრე აუცრელი. ამიტომ, ბავშვების აცრას, ამ თვალსაზრისით, დიდი პრევენციული ეფექტი აქვს, იმავე - მოზრდილებთან და ხანდაზმულებთან მიმართებაში. ისინი ნაკლებად გაავრცელებენ დაავადებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს და ველით, რომ უმეტესი მშობლები დათანხმდებიან და მიიყვანენ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები