28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
მორიგი საპროტესტო დღე - "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გამართა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მორიგი საპროტესტო აქცია ვაჟა-ფშაველას ძეგლთან  გამართა. შეკრება მსვლელობით გაგრძელდა - პარტიის ლიდერებმა და აქტივისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლეს, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს. დაშავებულია აქციის ორი მონაწილე. ერთ-ერთს დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

აქციის მონაწილის დაშავებაზე კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამაც. მისი თქმით, აქციის წინააღმდეგ გამოდიან როგორც პოლიციელები, ასევე მოკრიმინალო ელემენტებიც. ნიკა მელია ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მსგავსი ხერხები არ იქნას გამოყენებული:

"გადარჩენილები ვართ ბეწვზე. ჩვენ წინ ხომ პოლიციელები დგანან და არე-მარეზე დგანან ეს მოკრიმინალო ტიპები, რომლებიც ამას აკეთებენ... ერთ ადამიანს არ დაუშავდეს არაფერი," - განაცხადა ნიკა მელიამ

დღის ამბები