ევროკავშირის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესების ფონზე, ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება.
ევროპულ სახელმწიფოებს კი, დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი მიგრანტების კრიზისში, სწორედ ბელარუსს ადანაშაულებს და ფაქტს მათ წინააღმდეგ წამოწყებულ ჰიბრიდულ ომად აფასებს.
მიგრაციის შესაჩერებლად, სახელმწიფოები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ.