პარიზის შეთანხმებაში შესაერთებლად, ირანი წინაპირობას ასახელებს.
როგორც გაეროში ირანის წარმომადგენელი ამბობს, ისინი კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას შეუერთდებიან თუ ქვეყანას სანქციებს მოუხსნიან.
როგორც ალი სალაიგე ამბობს, სანქციები ირანს ისეთ სფეროებში აფერხებს, როგორიცაა განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება და ნახშირორჟანგის გამოყენების შემცირება.
მისივე თქმით სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებს.