28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატივსაცემი დიპლომატის და განმანათლებლის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატივსაცემი დიპლომატის და განმანათლებლის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა გელამ შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა, მათ შორის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობისთვის გაწეული ფასდაუდებელი წვლილის სახით. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ საქართველოს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში, 9 ნოემბერს გარდაიცვალა.

დღის ამბები