28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
დაუყონებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები - ენმ-ს პროტესტი გრძელდება

"ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი გრძელდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მოთხოვნები უცვლელია - დაუყონებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ენმ მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

"მოთხოვნები კვლავ რჩება უცვლელი: პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა თქმა უნდა, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას, მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც მას ექნება საშუალება, რომ მიიღოს სრული მომსახურება იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება," - აცხადებს ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი.

დღის ამბები