28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
საქართველომ კიდევ ერთი დიდი ადამიანი დაკარგა - გელა ჩარკვიანი სიცოცხლის ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ მოაზროვნე ქართველად დარჩა

კაცი, რომელსაც ყველა ისურვებდა საკუთარი ქვეყნის ელჩად. დიპლომატი და თარჯიმანი, პუბლიცისტი, მწერალი, ცნობილი პედაგოგი, მრავალმხრივი, მათ შორის მუსიკალური ნიჭით დაჯილოდებული ადამიანი, კარგი მამა და მეუღლე. უბრალოდ კარგი ადამიანი. ნაწილისთვის ის ირაკლი ჩარკვიანის მამა იყო, ნაწილისთვის კი, ირაკლი იყო გელა ჩარკვიანის შვილი.

დღეს საქართველომ კიდევ ერთი დიდი ადამიანი დაკარგა, რომელიც აუცილებლად დატოვებს თავის კვალს საქართველოს ისტორიაზე. გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არაერთი თაობის აღმზრდელი, სიცოცხლის ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ მოაზროვნე ქართველად დარჩა.

დღის ამბები