28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
გაიაფდება თუ არა წამლები - მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების მიზნით ჯანდაცვის კომიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო

წამლის მაღალი ფასი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი პენსიონერების ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა. პრეპარატებზე ფასები მზარდია და მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს მათთვის მძიმე ტვირთია.

ის, რომ პრობლემა უნდა გადაიჭრას და ფასმა დაიკლოს, ქვეყნის პრემიერმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას თქვა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით სექტორთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში უკვე მზად აქვს. დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფარმაცევტულ ბაზარზე გაზრდის კონკურენციას და მედიკამენტებს მოქალაქეებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.

ერთ–ერთი რეკომენდაცია, სარეცეპტო პოლიტიკის დარეგულირების აუცილებლობას ეხება, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას. მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების მიზნით ჯანდაცვის კომიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო.

ფარმაცევტული ბაზრის მთავარი მოთამაშეები კვლევის შედეგებს მალე გაეცნობიან. პარალელურად ჩაერთვებიან იმ შეხვედრებში, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს. მთავრობის პოზიციაა, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და ცვლილება მალე აისახოს მედიკამენტების ფასებზე.

დღის ამბები