28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან ექიმების აქცია იმართება - მედიკოსები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ

"ექიმები მიშას სიცოცხლის გადასარჩენად" - ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება მთავრობის ადმინისტრაციასთან. იქ მედიკოსები იკრიბებიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ - ექიმები ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე წერილის დაწერასაც გეგმავენ.

"კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც ჩემის აზრით ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება. არა ექიმების კვალიფიკაციით, არამედ იმ პროფილით, რომელიც ციხის საავადმყოფოს გააჩნია. ორგანიზმი დასუსტებულია და შესაძლებელია, რომ ძალიან სწრაფად წავიდეს შეუქცევადი ცვლილებები," - აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

დღის ამბები