28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ საათზე ჩაინიშნა

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ საათზე ჩაინიშნა. დაესწრება თუ არა პატიმარი პროცესს, ჯერ უცნობია.

პარალელურად, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა. გამოკითხვას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც დაესწრებიან.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე. გამომძიებლის თქმითვე, ის ყოფილ პრეზიდენტთან დამატებითი ინფორმაციის მოძიების და გამოკვლევის მიზნით შედის.

"დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც მასმედიის საშუალებით გავრცელდა," - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

დღის ამბები