28 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
დავით საყვარელიძე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს: "დააოკეთ თქვენ მიერ დაფინანსებული ვირტუალური ძაღლები"

მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს მიმართავს: 

"პეტერ ალექსეევიჩ, ბოლო რამდენიმე კვირა ჩემს გვერდზე თქვენს მიერ დაფინანსებული მხარდამჭერების აქტიური კონცენტრაცია დაფიქსირდა, ისევე როგორც თქვენი მმართველობის ადრინდელ დღეებში.

გთხოვთ, დააოკოთ თქვენს მიერ დაფინანსებული ვირტუალური ძაღლები, მაშინ მაინც, როცა მიმდინარეობს რეალური ბრძოლა ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის.

მესმის, რომ ეს თქვენთვის წარმოუდგენელია, რადგან მიჩვეული ხართ იმიტაციებს, თუმცა ჩვენთან ყველაფერი რეალურია!

შეიძლება ადამიანი ფიზიკურად მოკლან. პუტინმა და მისმა მეგობრებმა. ოფიციალურად პუტინის მოწინააღმდეგე ხართ, არა? მიუხედავად ამისა, თქვენი მმართველობის დროს ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ივანიშვილს მიხეილი წაეყვანა. და მასთან ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდით. 

გქონდეთ ღირსება, შეიკავოთ თავი. აქ ისტორია იწერება. და ის აფიქსირებს, ვინ და როგორ წარმოაჩინა საკუთარი თავი. ვიმედოვნებ, რომ გესმით, რასაც ვამბობ. გისურვებთ საღ აზრს," - წერს დავით საყვარელიძე.

დღის ამბები