28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
საქართველოში 12-დან 15 წლამდე ყველა მოზარდისთვის აცრა ხელმისაწვდომი ხდება

12-დან 15 წლამდე ყველა მოზარდისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი ხდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საბჭომ მხარი დაუჭრა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის საკითხს "ფაიზერის" ვაქცინის 2 დოზით," - ამბობს თამარ გაბუნია.

აქამდე, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის იყო რეკომენდებული.

დღის ამბები