28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ერიკა ოლსონსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა     

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. აუდიენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შედგა. 

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერიკა ოლსონთან შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარები გააკეთეს და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რაზეც აუდიენციის დროს ყურადღებას გაამახვილებდნენ - მთავარი თემები, მათი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უნდა ყოფილიყო. 

დღის ამბები