28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
პარლამენტში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას მონიტორინგს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 24 საათის განმავლობაში გაუწევენ

ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, დეპუტატ ელენე ხოშტარიას რესპუბლიკური სავადმყოფოს ექიმები 24 საათიან მონიტორინგს გაუწევენ. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.

ჩიმაკაძე, რომელმაც მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა, ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თუ გახდება საჭირო, მობილიზებულები ვართ. მედიკამენტები არ შეგვითავაზებია, ამ მომენტისთვის არ საჭიროებს მედიკამენტურ ჩარევას",- ამბობს ჩიმაკაძე.

ელენე ხოშტარია უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს

დღის ამბები