28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
გლდანის ციხეში ხმაური იყო - პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ

გლდანის ციხეში ხმაური იყო - პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ  და პროტესტს შუქის მუდმივი ანთება-ჩაქრობით გამოხატავენ.

გლდანის ციხის ეზოში ავტომობილების კოლონა შევიდა, რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე მეხანძრეების და მაშველების სპეციალური და ე.წ. ჭავლის მანქანები. ტერიტორიაზე შევიდა 3 სატვირთო ავტომობილიც, თუმცა რითი იყო ეს ავტომობილები დატვირთული - უცნობია. 

პენიტენციური დაწესებულების მეორე მხრიდან კი, შენობაში ამწეთი სამედიცინო აღჭურვილობა შეიტანეს. 

ადგილზე მივიდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი. 

ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირება რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით მოხდა. რის შემდეგაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაიწყო.

ტერიტორიაზე შეყვანილია სპეცრაზმი და დამატებითი საპოლიციო ძალები. დაკავებიდან 39-ე დღეს ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს კონსილიუმმა მიიღო.

დღის ამბები