28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები გლდანის ციხესთან მისვლას არ აპირებენ

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გლდანის ციხისკენ გადანაცვლებას არ აპირებენ. ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკვე საათზე მეტია, რაც თავისუფლების მოედანზე აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო, მიხეილ სააკაშვილის გადაეყვანათ კერძო კლინიკაში. მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა გაიგეს, რომ ექსპრეზიდენტი გლდანის დაწესებულებაშია გადაყვანილი გამოსვლები გამწვავდა და ლიდერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის უსაფრთხო. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გლდანის ციხისკენ არავინ წავა, რადგან, მისი თქმით, ეს პროვოკაციად იქნება აღქმული. 

დღის ამბები