28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
მსოფლიო გლობალური მეწარმეობის კვირეულს აღნიშნავს

მსოფლიო გლობალური მეწარმეობის კვირეულს აღნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოში, მეწარმეობისადმი  მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

"ჩვენ ვამაყობთ, რომ ვაგრძელებთ ქართული მეწარმეობისადმი მხარდაჭერას, რომელიც იმ ეკონომიკური გზის ძრავაა, რომელიც საქართველოს მომავალს კეთილდღეობისკენ წარმართავს. შეერთებული შტატები ცნობილია თავისი ინოვაციების ისტორიით და კვლევითი ცენტრებით, რომლებიც მეწარმეებს ლიდერებად აქცევენ, ხოლო კარგ იდეებს წარმატებულ სტარტაპებად. ცხადია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ინოვაციების განვითარების კუთხით, მისი ეკონომიკის ზრდისთვის და ისეთი კლიმატის შესაქმნელად, რომელიც მხარს დაუჭერს შემოქმედებითობას, ახალი კომპანიების დაარსებასა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას,"- კელი დეგნანი

დღის ამბები