28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
არ დავაყენოთ ვიწრო პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა - პრემიერი ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დადგა დრო პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს. 

"ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და მე მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, კარგად გავაცნობიეროთ, დადგა დრო, რომ საკუთარი პირადი, ვიწრო პარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ხალხის ინტერესები და არაა ვიწრო პარტიული ინტერესები. ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი მზად ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დღის ამბები