28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
აშშ ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის - მოხვდა, თუ არა საქართველო ჩამონათვალში

კორონავირუსის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულს აღწევს რუსეთსა და უკრაინაში. დღეიდან უკრაინაში საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელებიც აცრაზე უარს იტყვიან სამსახურიდან დროებით იქამდე დაითხოვენ, იქამდე სანამ არ აიცრებიან. შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვისაც აცრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, COVID -19 უკვე გადაიტანეს ან ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა აქვთ გაკეთებული.

დღეიდან შეერთებული შტატები 20-თვიანი შეზღუდვის შემდეგ 33 ქვეყნის სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა. გარდა ამისა, მოგზაურებისთვის სახმელეთო საზღვარი იხსნება კანადასა და მექსიკასთანაც.

ახალი წესების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

იაპონიაში კი ბოლო 15 თვეში პირველად COVID -19-ით გარდაცვალების არცერთი დღიური შემთხვევა არ გამოვლინდა.

დღის ამბები