28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ერიკა ოლსონი დღეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღეს "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას და კანონმდებლებს ხვდება. ერიკა ოლსონთან საუბრის დროს ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობაზე.

ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ერიკა ოლსონი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება საქართველოში. ის შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მონაწილეობა მიიღო რეგიონული თანამშრომლობის განვითარების სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის მისიების ხელმძღვანელთა კონფერენციაში.

დღის ამბები