28 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ვინ რას არქმევს შიმშილობას, იკვებება თუ არა მიხეილ სააკაშვილი - დისკუსიის მიღმა სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევებია, ქვეყანა ვირუსის პიკში შევიდა

"შიმშილობის რაციონი" და "შიმშილობის პროტოკოლი" - ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში ახალი ტერმინები გაჩნდა. უკვე 1 კვირა და 1 თვე გავიდა, რაც სააკაშვილი ციხეშია და შიმშილობს, ქუჩაში კი მიმდინარე აქციებზე საზოგადოების მღელვარების მიზეზი არის ის, ემუქრება თუ არა ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე. 

საზოგადოებამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, თუმცა პერიოდულად, ოფიციალური წყაროები საპირისპიროს ამტკიცებენ, კერძოდ კი იმას, რომ საზოგადოებას ჰგონია, რომ სააკაშვილი შიმშილობს, რეალურად კი ეს ინფორმაცია არის ტყუილი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია თაფლის მიღებასთან დაკავშირებით, შემდეგ კი თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის რაციონში იყო ნატურალური წვენები, რაც შეიცავს კალორიებს და ვიტამინებს. მოგვიანებით, საკანში ჩნდება სეფისკვერი, რომელიც მას შეუტანა მოძღვარმა. იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2-ის" ეთერში თქვა, რომ მოშიმშილე ექსპრეზიდენტი ჭამს, ხოლო ხალხს მისი ფაფის ჭამა ჰგონია შიმშილობა. რატი ბრეგაძე ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილი იკვებებოდა და ამ დრომდე იკვებება სხვადასხვა სახეობის ფაფებით, ამას გუშინ პენიტენციური სამსახურის მეირ გავრცელებული მასალაც დაერთო.

გამორიცხავს თუ არა კადრები ფაქტს, რომ სააკაშვილი შიმშილობს - ექსპრეზიდენტი და მისი თანამებრძოლები ამბობენ, რომ რაც კადრებში ჩანს, არ არა საკვები, არამედ ამ ფორმით მიღებული წამალია. ვინ როგორ აღიქვამს კადრებს და ვინ რას არქმევს შიმშილობას - დისკუსია, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ ამოიწურება.

პოლიტიკური დაძაბულობის მიღმა კი არსებობს სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა გამოწვევებიც - ქვეყანა პანდემიის მეხუთე ტალღის პიკშია, დღეს 67 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 10 ათასს გადასცდა. გარდაცვლილთა 99 პროცენტი ვაქცინირებული არ იყო.

დღის ამბები