28 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
საქართველო ვირუსის პიკში - როგორ და რა ფორმით ამოქმედდება "მწვანე პასპორტები", ხვალ გახდება ცნობილი

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება და მძიმდება.

აქტიური შემთხვევების რაოდენობა ათასობით იმატებს. დღეს კორონავირუსი 54 ათასამდე ადამიანს აქვს დადასტურებული.

დაიხურა 172 სკოლა, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 408 ცალკეული კლასი და მარტო თბილისში, ვირუსის გავრცელების საფრთხეების გამო, 79 მაღაზიაა დახურული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა მონაცემით საქართველო ვირუსის პიკშია.

ექიმები არ გამორიცხავენ, მსგავსმა შეხედულებებმა ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულ ზღვარზე მიიყვანოს, ექიმების შესაძლებლობები ამოიწუროს და პაციენტებმა სათანადო მკურნალობა ვეღარ მიიღონ. ეს სიკვდილიანობის ფაქტებს გააორმაგებს ქვეყანაში.

საქართველო, ვირუსის პიკის პარალელურად, ახალი შტამის გავრცელების საფრთხის წინაშეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, "კურიერთან" ინტერვიუში საგანგაშო პროგნოზირებაზე საუბრობს.

არსებული რთული მდგომარეობის და ახალი შტამების გავრცელების შეკავების საპირწონედ, მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას სთავაზობენ.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. საბჭოს წევრები ხვალ შეიკრიბებიან. ხვალვე გადაწყდება ე.წ მწვანე პასპორტები როდიდან და რა ფორმით ამოქმედდება. ასევე იქნება მიღებული ზომები, როგორ გააქტიურდეს 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესი.

დღის ამბები