28 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ლატვიაში კომპანიებს იმ თანამშრომლების გათავისუფლების უფლება აქვთ, ვინც აცრაზე უარს იტყვიან - ევროპა შეზღუდვებს ამკაცრებს

250 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონი გარდაცვლილი, ასეთია კოვიდ სტატისტიკა მსოფლიოში.

რთული მდგომარეობაა ევროპის კონტინენტზე, სადაც ქვეყნები შეზღუდვებს აწესებენ. ახალი რეგულაციების მიხედვით, ლატვიაში, კომპანიებს იმ თანამშრომლების გათავისუფლების შესაძლებლობა აქვთ, რომლებიც აცრაზე უარს იტყვიან.

საბერძნეთში კი საჯარო სივრცეებში აუცრელი პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება.

რთული მდგომარეობაა უნგრეთში, ირლანდიასა და სლოვაკეთშიც. ჯანდაცვის ექსპერტები სლოვაკეთის ხელისუფლებას არავაქცინირებული ადამიანებისთვის ლოქდაუნის დაწესებისკენ მოუწოდებენ.

ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელი დაფიქსირდა უნგრეთშიც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლება დამსაქმებლებს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაწყვიტონ, გახადონ თუ არა აცრა სავალდებულო თანამშრომლებისთვის.

მზარდია ინფიცირების მაჩვენებელი ირლანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია, მსოფლიოში იმუნიზაციის მაჩვენებლის მიხედვით, ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, მაღალია ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკით, საავადმყოფოები ზეწოლის ქვეშაა. ექსპერტები ვირუსის სწრაფად გავრცელების ფაქტს შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირებენ და საზოგადებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები