28 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ასევე, მინერალების მიღებაზე, ეს არის ტრაგედია - ნიკოლოზ ყიფშიძე

რუსთავის ციხესთან მყოფ აქტივისტებს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა უნდა შეატყობინოს, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ექიმი სააკაშვილს უკვე ერთ საათზე მეტია ხვდება. როგორც ცნობილია სააკაშვილი თავის ბოლო ფეისბუქ პოსტში ირწმუნებოდა, რომ დღეიდან არც ექიმების მიერ დანიშნული დანამატების მიღებას არ აპირებს.

"პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ასევე, მინერალების მიღებაზე, ეს არის ტრაგედია. იმიტომ რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება.

მე ვთხოვ კონსილიუმის წევრებს შეხვედრას, რომ სასწრაფოდ გადავწყვიტოთ რა ვქნათ,"-აცხადებს ყიფშიძე. 

დღის ამბები