28 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება- ნიკა ობოლაძე

ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის  სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.  

"ამ კადრების გავრცელება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც არაეთიკური, ამორალური, როგორც დანაშაული, როგორც ტყუილი, მაგრამ მთავარი სახელი რაც ამ ყველაფერს ჰქვია არის ის, რომ ამით ხელისუფლებამ გამოაცხადა სააკაშვილის მკვლელობა. დიდი რისკია იმის, რომ მისი სიცოცხლე მოისპოს. ამ ყველაფერს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, პასუხისმგებლობა ამ მკვლელობის აქტზე მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება და პასუხისმგებლობა იმაზე, რას მოიტანს, სამწუხაროდ, ღმერთმა არ ქნას ეს შედეგი დადგეს, მისი მკვლელობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას,"- განაცხადა ნიკა ობოლაძემ 

დღის ამბები