28 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასოდეს აღარ აღდგება - მიტროპოლიტი სტეფანე

საკვირაო წირვა დაკავებების და პოლიციის ზედამხედველობის ფონზე - ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების უთანხმოება გრძელდება, თუმცა ინციდენტების და დაძაბულობის მიუხედავად, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს საკვირაო ქადაგება საპირისპირო გზავნილით დაიწყო. მან თქვა, რომ ამბოხი ეკლესიის წინააღმდეგ დასრულებულია.

წირვა მიტროპოლიტმა სწორედ იმ ტაძარში ჩაატარა, სადაც დასჯილი სასულიერო პირები წლების განმვლობაში მსახურებდნენ.

"აქ, ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასოდეს აღარ აღდგება. უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის და მთლიანად ეკლესიის დიდი მოთმინებით ყველა ცდილობდა, რომ ეს ადამიანები არ დაკარგულიყვნენ ეკლესიის წინაშე და რომ მათ შესძლებოდათ ეკლესიის წიაღში თავიანთი მსახურების აღსრულება მორჩილებით და ერთგულებით ღვთისა. თუმცა, მრავალი გაფრთხილებისა თუ მოქმედების მიუხედავად, მოხდა ისე, რომ საპირისპიროდ გააკეთეს ყველაფერი,"- განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, სალხინოს მამათა მონასტრიდან ათამდე ადამიანი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი განკვეთილი სასულიერო პირი მარკოზია. დაკავებულები სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

დღის ამბები