28 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ამირან გამყრელიძე დელტას ქვეტიპებზე  -"მომავალი 2 კვირის განმავლობაში საქართველოშიც გამოჩნდება"

საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღის პიკია - ეს არის მოცემულობა, რაზეც ეპიდემიოლოგები საუბრობენ. შეფასებები მძიმეა. სულ მალე, საქართველოში, სავარაუდოდ, კოვიდის ის ვარიანტიც დაფიქსირდება, რომელიც რუსეთსა და სხვა 27 ქვეყანაში ცირკულირებს.

წინა ტალღებთან შედარებით, ახლა განსხვავებული გამოწვევები არსებობს, მაგალითად, შტამების მრავალსახეობა, რომლებიც აგრესიულად მიმდინარეობს. ასევე, მძიმე გამოწვევად რჩება ვაქცინაციის დაბალი ტემპი. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს აქტიური შემთხვევების შესამცირებლად.

"ძალიან რთულია ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის ეს დატვირთვა, ამას არავინ ისურვებს რომ დიდ ხანს გაგრძელდეს, ეს ცუდ შედეგებს მოიტანს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემცირდეს აქტიური შემთხვევების რიცხვი, ეს შეუძლია მხოლოდ რეგულაციების დაცვას და აცრებს, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და ეს ყველაფერი შეაჩეროს.

აქტიურად ვაკვირდებით, ჯერ ისევ დელტა არის და დელტა პლუსი გვაქვს ბევრი, ოღონდ არა ის დელტა პლუსი, რომელიც რუსეთში, ბრიტანეთსა და სხვა 27 ქვეყანაში ცირკულირებს. ჯერჯერობით, მას საქართველოში არ შემოუღწევია, მაგრამ მომავალ კვირაში, თუ მომავალი 2 კვირის განმავლობაში გამოჩნდება, რადგან ამას ვერაფერი დაიჭერს," - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები