"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ხელისუფლებას 24 საათს აძლევს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ორშაბათს დიდ აქციას აანონსებს.
"ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სააკაშვილის გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე ვიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე. და დანარჩენი რას ვაპირებთ და რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე გამცნობთ,"- ამბობს ნიკა მელია.