28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
მძიმე პაციენტები შესაძლოა, კლინიკებმა ვეღარ მიიღოს - სპეციალისტები მოსახლეობას საგანგაშო მდგომარეობის შესახებ აფრთხილებენ

სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას მომდევნო დღეებშიც არ გამორიცხავენ და მეტიც, ამბობენ, რომ მალე შესაძლოა, კლინიკებში მძიმე პაციენტებისთვის ადგილიც აღარ დარჩეს. 

ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა უკვე კლინიკებზეც აისახა. 2 000-მდე მძიმე პაციენტი ამ წუთებშიც სიცოცხლისთვის იბრძვის და ოფიციალური ინფორმაციით, მათი 99% არავაქცინირებულია, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლებს კიდევ უფრო ზრდის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ იმ შემთვევაში, თუ ინფიცირებულთა მაჩვენებელი არ დაიკლებს, მალე კლინიკა თავის რესურს ამოწურავს და პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებს.

დადასტურებული შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში კვლავ დაბალია. ეპიდემიოლოგების მოლოდინი, რომ დღიურად 30 000 ადამიანი აცრილიყო არ გამართლდა. 

სპეციალისტები პაციენტების დაგვიანებულ მიმართვიანობაზეც საუბრობენ, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, ვირუსის გავრცელებას კი ხელს უწყობს. 

უარი ვაქცინაციაზე - ეს არის პანდემიის პირობებში საქართველოს მთავარი გამოწვევა. მარტო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით 323 ადამიანი გარდაიცვალა. 400-მდე მძიმე პაციენტი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დღის ამბები